მარნეული-ბოლნისის გზაზე 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა – არსებული ინფორმაციით, ერთი ადგილზე დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში, 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთის მდგომარეობა ამ დროისთვის, უცნობია, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამასთან, როგორც ადგილობრივებმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულია კიდევ ორი პირი.
გავრცელებული ცნობებით, ადგილზე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდულია და შექმნილია საცობი, რადგან სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ.
დამატებით ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა