არქივი30 დეკემბერი, 2024, 23:53
მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა

მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა.
სოფელ ნახიდურთან ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, რომელთაგანაც ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, დაშავებულია კიდევ ორი პირი.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.