ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარნეულის 69-ე უბნის მონაცემები ბათილად ცნეს, დაწყებულია გამოძება არჩევნების გაყალბების მუხლით

მარნეულის 69-ე უბნის მონაცემები ბათილად ცნეს, დაწყებულია გამოძება არჩევნების გაყალბების მუხლით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, მარნეულის საოლქო კომისიამ 69-ე უბნის შედეგები ბათილად ცნო. უბანი დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი აღარ გაგრძელდება.
პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მე-3 პრიმა მუხლით, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს.
ცესკო-ს თავმჯდოამარე, გიორგი კალანდარიშვილი შსს-ს უწყებას მოუწოდებს, დროულად ჩაატარონ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, “რათა საზოგადოებას, ჩვენ-ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივაწოდოთ ობიექტური, დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით”.
მარნეულის 69-ე უბანზე, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ტარდება, ერთ-ერთმა პირმა საარჩევნო ყუთში ძალით ჩაყარა ბევრი ბიულეტენი. გავრცელებული ინფორმაციით, ის საუბნო კომისიის წევრია. მომხდარს ხმაური მოჰყვა რის შემდეგაც უბანი დაიხურა. პირმა, რომელმაც ამის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, აღნიშნა, რომ დამკვირვებლებს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ უბნიდან გააძევეს.
ამავე თემაზე:
· კალანდარიშვილი მარნეულის საოლქო კომისიას მოუწოდებს, სასწრაფოდ გადაწყვიტოს 69-ე უბნის საკითხი

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.