ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელემძღვანელმა პირებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე ცნობით, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს, დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც დაესწრნენ.
„8 აგვისტო ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული დღეა. 16 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ გმირებს, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გაწირეს", - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.
თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცათ.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.