არქივი30 აპრილი, 2024, 15:38
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნსა და სადახლოში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნსა და სოფელ სადახლოში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათვე ცნობით, აღნიშნული პროექტები, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მათი ჯამური ღირებულება 837 869 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მარნეულის მუნიციპალიტეტის 18 სოფელშია დაგეგმილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.