მარნეულის მუნიციპალიტეტი: “ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გაუქმებულია

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ “ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების გამო მიიღეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო და გაცნობებთ, რომ „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გაუქმებულია, – წერია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნოვრუზ ბაირამი აზერბაიჯანელებისთვის ეროვნული, ხოლო რამადანი ერთ-ერთი მნიშვნლოვანი რელიგიური დღესასწაულია. მასთან დაკავშირებული ღონისძიებები მარნეულში მიმდინარე კვრაში, 21-22 მარტს იყო დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”