არქივი26 დეკემბერი, 2024, 20:37
მარნეულის მერია - რუსთაველის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, №23-ში არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სკვერში განხორციელებული სამუშაოები მოიცავდა როგორც ვიზუალურ, ისე ფუნქციურ განახლებას.
„მოეწყო დასასვენებელი სივრცე, ახალი ბილიკები და საქანელები. მოიხატა სკვერში არსებული კედელი.
პროექტის ღირებულებამ 150 000 ლარი შეადგინა და სრულად დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.