მარნეულის მერია - მარნეულის დელეგაციამ, გერმანიის ქალაქ უზედომში ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალების საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა
მარნეულის დელეგაციამ, გერმანიის ქალაქ უზედომში ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალების საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროგრამა მოიცავდა პლენარულ სესიებს, ძირითად გამოსვლებს, სამუშაო შეხვედრებს და სხვადასხვა კულტურულ აქტივობას.
„სამიტის ფარგლებში მოეწყო „კულტურის, ღვინის და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის" პრეზენტაცია, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ წარადგინა.
ასევე, აღნიშნული პლატფორმის წარდგენა მოხდა ევროპის კულტურის პარლამენტის სესიაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.