მარნეულის კულტურის ცენტრში მოძრაობის „თეატრის“ სპექტაკლი „ვოიცეკი“ გაიმართა

მარნეულის კულტურის ცენტრში მოძრაობის „თეატრის“ სპექტაკლი „ვოიცეკი“ გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სპექტაკლი, მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, წელს მარნეულში პირველად მიმდინარეობდა.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე წარმოდგენილი იყო ჩინეთის მოცეკვავეთა ასოციაციის, პეკინის უნივერსიტეტის სპექტაკლი „კვლავ გაერთიანება და დამშვიდობება” და AlphaZTL-ის პრეზენტაცია-ვორქშოფი იტალიელი ხელოვანების მიერ.
„აღნიშნული ფესტივალი, მოძრაობის თეატრის და ITI-ს ერთობლივი პროექტია, რომელიც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალური დირექტორის ტობიას ბიანკონის მხარდაჭერით და UNESCO-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების ქსელის პატრონაჟით იმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო