ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარნეულის კულტურის ცენტრში, ამერიკელი მსახიობის, საერთაშორისო თეატრის რეჟისორის და პროფესორის, ჯეისონ ჰეილის ვორქშოფი „სამსახიობო იმპროვიზაცია“ ჩატარდა

თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მარნეულის კულტურის ცენტრში, ამერიკელი მსახიობის, საერთაშორისო თეატრის რეჟისორის და პროფესორის, ჯეისონ ჰეილის ვორქშოფი „სამსახიობო იმპროვიზაცია“ ჩატარდა.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, მარნეულში ფესტივალი 1-5 ივნისის ჩათვლით, დედაქალაქის პარალელურად მიმდინარეობდა და წარმოდგენილი იყო ტრადიციული ჩინური სიჩუს კლასიკური სპექტაკლი „გიგზავნით ქლიავის პატარა ყვავილს", აზერბაიჯანის აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მალიქ მამადი, სომხეთის თოჯინების თეატრი, სპექტაკლით „პატარა უფლისწული" და დამოუკიდებელი პროექტი ფოთიდან, საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელის, ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი „ნიკო ნიკოლაძე".
მათივე ცნობით, ფესტივალის მხარდამჭერები არიან იუნესკოს თეატრი, ეროვნული სასახლე, Silk Road Culture Hub, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და სხვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.