ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკ რუტე NATO-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

მარკ რუტე NATO-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტემ დღეს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა გადაიბარა.
ცერემონია ალიანსის შტაბ-ბინაში მიმდინარეობს, რის შემდეგაც მარკ რუტე პირველ პრესკონფერენციას გამართავს, გეგმებზე და ალიანსის გამოწვევებზე ისაუბრებს.
17-18 ოქტომბერს, ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს 32 წევრი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრების ყოველწლიური საშემოდგომო შეხვედრა გაიმართება, მომდევნო შეხვედრა დეკემბერში იგეგმება.
ალიანსის ახალმა გენერალურმა მდივანმა უნდა მოამზადოს 24-26 ივნისის NATO-ს სამიტი, რომელიც ჰააგაშია დაგეგმილი.
მარკ რუტე ნიდერლანდების ოთხ კოალიციურ მთავრობას 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
პირველი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.