მარკ რუტე – პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, ბურთი რუსეთის მოედანზეა

უკრაინა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, ბურთი რუსეთის მოედანზეა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თურქეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბურთი რუსეთის მოედანზეა. მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისა და ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა რუსეთის პოზიცია კვლავ გაურკვეველი რჩება“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში თურქეთის როლი მნიშვნელოვანია.
„თურქეთს პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა აქვს და მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, რათა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები წარმატებულ დასასრულამდე მივიდეს. თუმცა, ჯერ უნდა ვნახოთ, რომ რუსები აქ შესაბამისი დელეგაციით იქნებიან წარმოდგენილები“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი