მარკ რუტე - უკრაინა მართლაც დიდი რაოდენობით სამხედრო შეიარაღებას მიიღებს

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში უკრაინა დიდი რაოდენობით სამხედრო შეიარაღებას მიიღებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ეს ნიშნავს, რომ ევროპელები ძალისხმევას აძლიერებენ. ეს მხოლოდ პირველი ნაწილია, კიდევ ბევრი იქნება“, - განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, შეთანხმებაში ჩართვის სურვილი ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გამოთქვა.
„ეს ნიშნავს, რომ უკრაინა მართლაც დიდი რაოდენობით სამხედრო შეიარაღებას მიიღებს, როგორც საჰაერო თავდაცვისთვის, ასევე რაკეტებსა და საბრძოლო მასალებს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.