მარკ რუტე – უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, ევროპისთვის საფრთხედ მაინც დარჩება

უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, ევროპისთვის საფრთხედ მაინც დარჩება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში გრძელვადიან საფრთხედ დარჩება.
„თუ პრეზიდენტი პუტინი მზად არის, რომ ისტორიის გადაწერის მცდელობას მილიონობით საკუთარი ადამიანი შესწიროს, მაშინ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ გაცილებით მეტი უნდა დავხარჯოთ ჩვენს თავდაცვაზე. სამშვიდობო შეთანხმება არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ რუსეთი კვლავ გრძელვადიან საფრთხედ დარჩება“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ამასთან, კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა უკრაინაში ომი წლის ბოლომდე დასრულდეს, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „დიახ“.
„აბსოლუტურად. ყველანი ვლოცულობთ, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. მსურს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა ამ მიზნით დონალდ ტრამპის ხედვის განხორციელებას ხელი შევუწყო. ტრამპის ხედვას სრულიად ვიზიარებ. ეს სისხლისღვრა უნდა შეწყდეს. ნამდვილად მაქვს იმის იმედი, რომ მშვიდობის მიღწევა მალე მოხდება“, – აღნიშნა რუტემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა