მარკ რუტე – ნატომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს რუსეთის ბირთვულ მუქარებს

ნატომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს რუსეთის ბირთვულ მუქარებს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Sky News-თან საუბარში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ღირს თუ არა ნატოს მოკავშირეების მხრიდან რუსეთის მუქარებისთვის ყურადღების მიქცევა, რუტემ ხაზგასმით განაცხადა, რომ „არა, არ ღირს და ისინი არც აქცევენ [ყურადღებას]“.
რუტეს თქმით, ნატოს წევრი ქვეყნების Steadfast Noon ბირთვული წვრთნები, რომლებიც შემდეგ კვირას იწყება, ალიანსის მზადყოფნას აჩვენებს კრემლის მუქარების საპასუხოდ.
„ნატო ძლიერია. ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა. ყველაფერი საჭირო გვაქვს, რათა ნატოს უსაფრთხოების გარანტირება მოვახდინოთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ ნებისმიერ საფრთხეს. ვერასდროს შეგვაშინებენ ქვეყნები, რომლებიც ნატოში არ შედიან, რომლებიც ჩვენთვის დამუქრებას ცდილობენ. ეს უსარგებლოა, ჯობია მან [პუტინმა] შეწყვიტოს ამის კეთება“, – განაცხადა რუტემ.
ცნობისთვის, რუტემ 1-ელ ოქტომბერს, ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნიდან მალევე, უკვე განაცხადა, რომ არ ღირს რუსეთის ბირთვული მუქარების მოსმენა და ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეები ახლა ვერ ხედავენ ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირ რისკებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს