ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკ რუტე - მოუთმენლად ველი დენის შმიგალთან თანამშრომლობას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე - უკრაინას ნატო-ს მუდმივი მხარდაჭერა აქვს

მარკ რუტე - მოუთმენლად ველი დენის შმიგალთან თანამშრომლობას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე - უკრაინას ნატო-ს მუდმივი მხარდაჭერა აქვს

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე იულია სვირიდენკოს და დენის შმიგალს უკრაინის პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის მინისტრის თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს.
„ვულოცავ იულია სვირიდენკოს უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას და მადლობას ვუხდი დენის შმიგალს შესანიშნავი მუშაობისთვის. მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის მინისტრის ახალ თანამდებობაზე. უკრაინას ნატო-ს მუდმივი მხარდაჭერა აქვს“, - წერს რუტე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იულია სვირიდენკო დაამტკიცა და ქვეყნის მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.