არქივი3 ივნისი, 2026, 14:45
მარკ რუტე კიევში ჩავიდა

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
„ღრმად ვაფასებთ ნატო-ს ერთიანობასა და სიძლიერეს უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, მაშინ, როდესაც ჩვენ ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ერთად ვიცავთ“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.
ანდრეი სიბიგას ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს და სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.