არქივი26 დეკემბერი, 2025, 16:11
მარკ რუტე - თუ უკრაინას გავაძლიერებთ და თავდაცვის ხარჯებს გავზრდით, პუტინი არასდროს წავა რისკზე, თავს დაესხას ნატო-ს რომელიმე ქვეყანას

ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, იმისათვის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ გაბედოს ალიანსის რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა, აუცილებელია უკრაინის მაქსიმალურად გაძლიერება.
ამასთან, მარკ რუტე მიიჩნევს, რომ ამისთვის ასევე აუცილებელია ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან თავდაცვის ხარჯების გაზრდა.
„თუ ამ ორ რამეს გავაკეთებთ, საკმარისად ძლიერები ვიქნებით საკუთარი თავის დასაცავად და პუტინი არასდროს წავა რისკზე“, - აღნიშნა რუტემ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.