ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკ რუტე - ვღელავ საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ - იმედი გვაქვს, საქართველო ევროკავშირის გზაზე დაბრუნდება

იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება , - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა და ნატო-ს მომავალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს, მედიას განუცხადა.
მისი თქმით, ღელავს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ.
“შეიძლება აქ მოკლედ [განვიხილოთ საქართველოს საკითხი], მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვღელავთ ევროკავშირზე, ვღელავ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ბოლო დროის გადაწყვეტილებების გამო. მოკლედ ვესაუბრე [საქართველოს] პრეზიდენტს, ვფიქრობ, ის შესანიშნავი ლიდერია, მაგრამ მან ვერ შეძლო, ვეტო პარლამენტის მიერ დაძლეულ იქნა, სამწუხაროდ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით მას [საქართველოს] და იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება, მაგრამ ნატოსთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, მეამაყება, რომ ამირჩიეს [გენერალურ მდივნად], მაგრამ ნატოზე კომენტარებს 1 -ელ ოქტომბრამდე არ გავაკეთებ”, - განაცხადა რუტემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლოდინი პირველ რიგში არის საქართველოს მთავრობისგან.
“პირველ რიგში საქართველოსგან უნდა ველოდოთ, მთავრობისგან, ეს ახლა თქვენზეა დამოკიდებული”, - დასძინა რუტემ.
სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე კი რუტემ უპასუხა: “ვნახავთ, ვნახავთ, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ თქვენ, საქართველო, დაბრუნდებით [ევროკავშირის გზაზე] ”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.