ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკ რუტე - დანიასთან და გრენლანდიასთან მუშაობას ვაგრძელებთ

მარკ რუტე - დანიასთან და გრენლანდიასთან მუშაობას ვაგრძელებთ

დანიასთან და გრენლანდიასთან მუშაობას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე სოციალურ ქსელში წერს.

მარკ რუტე დანიის თავდაცვის მინისტრს, ტროელს ლუნდ პოულსენს და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვივიან მოცფელდს შეხვდა.

„განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არქტიკა, მათ შორის გრენლანდია, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის და როგორ ზრდის დანია ინვესტიციებს. ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას გავაგრძელებთ“, - წერს რუტე X-ზე.

ამასთან, დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მარკ რუტეს გრენლანდიაზე ნატო-ს სადაზვერვო მისიების დაწყება შესთავაზა.

„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა წინადადება მიიღო და მჯერა, რომ ახლა შეგვიძლია შევქმნათ ჩარჩო, თუ როგორ მივაღწიოთ ამას“, - აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.