მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობის შესახებ ცნობების დადასტურება ამ მომენტისთვის არ შეუძლია და ინფორმაციას სამხრეთ კორეა მიაწვდის

ჩრდილოეთ კორეელების რუსეთის მხარეს საბრძოლველად გაგზავნის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეა გაგვიზიარებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუტემ აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის მას არ შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობის შესახებ ცნობები დაადასტუროს.
“ამ მომენტში არ შემიძლია ინფორმაციის დადასტურება და მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ინფორმაციას სამხრეთ კორეა მოგვაწვდის,” - განაცხადა რუტემ.
მან დააკონკრეტა, რომ სეული ექსპერტებს გაგზავნის, რომლებიც შემდეგის კვირის დასაწყისში ამ თემაზე ბრიფინგებს გამართავენ ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის. რუტემ აღნიშნა, რომ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ნამდვილად ეხმარება თუ არა ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.