მარკ კარნის განცხადებით, ტარიფების საწინააღმდეგო პოლიტიკური რეკლამის გამო, დონალდ ტრამპს მოუბოდიშა

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, მან ბოდიში მოუხადა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტარიფების საწინააღმდეგო პოლიტიკური რეკლამის გამო და ონტარიოს პრემიერ-მინისტრ დაგ ფორდს სთხოვა, აღარ გაუშვას ის, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კარნის თქმით, მან ბოდიში პირადად მოუხადა ტრამპს, როდესაც ისინი ოთხშაბათს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ვახშამს დაესწრნენ.
„ბოდიში მოვუხადე პრეზიდენტს. ფორდს ვუთხარი, რომ რეკლამის [გაშვების] გაგრძელება არ მინდოდა“, – აღნიშნა კანადის პრემიერმა.
შეგახსენებთ, რეკლამაში გამოყენებულია ნაწყვეტი -ის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის სიტყვით გამოსვლიდან, რომელიც ამბობს, რომ ტარიფები იწვევს სავაჭრო ომებს და ეკონომიკურ კატასტროფას.საპასუხოდ, ტრამპმა გამოაცხადა, რომ ის ზრდის ტარიფებს კანადიდან შემოტანილ საქონელზე და ასევე ვაშინგტონმა კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა