პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო რუბიო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

მარკო რუბიო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

მარკო რუბიო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ სატელეფონო საუბრისას „უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა განიხილეს“.
„მდივანმა რუბიომ მდგრადი მშვიდობის მისაღწევად რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიომ და ჟან-ნოელ ბარომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.