მარკო რუბიო – „სამშვიდობო წინადადების“ ავტორი აშშ-ია – 28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს და ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა

„სამშვიდობო წინადადების“ ავტორი ამერიკის შეერთებული შტატებია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„ის [„სამშვიდობო გეგმა“] შეთავაზებულია, როგორც ძლიერი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ის რუსული მხარის წინადადებებს ეფუძნება, თუმცა, ასევე, უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებსაც ეფუძნება“, – დაწერა მარკო რუბიომ X-ზე.
მანამდე, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მაიკ რაუნდსმა კონგრესმენებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მათ ესაუბრა და უთხრა, რომ „ეს „სამშვიდობო წინადადება“ აშშ-მა მიიღო და შემდეგ უკრაინას გადასცა“.
„მან მკაფიოდ განმარტა, რომ ჩვენ წინადადება მივიღეთ, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ წარმომადგენელს გადასცეს. ეს ჩვენი რეკომენდაცია არ არის, ეს ჩვენი გეგმა არ არის“, – აღნიშნა რაუნდსმა.
სენატორი ანგუს კინგის თქმით, „სამშვიდობო გეგმა“ აშშ-ის პრეზიდენტის „ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს“.
„28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, მარკო რუბიოს თქმით, ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს, ეს ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა“, – განაცხადა კინგმა.
სენატორების განცხადებას სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ტომი პიგოტი გამოეხმაურა და მას „სიცრუე“ უწოდა.
„ეს აშკარა სიცრუეა. სახელმწიფო მდივანი და მთლიანად ადმინისტრაცია ყოველთვის აღნიშნავს, რომ ამ გეგმის ავტორი აშშ-ია, როგორც რუსების, ასევე უკრაინელების წინადადებების გათვალისწინებით“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)