მარკო რუბიო – რუსებმა იციან ჩვენი პოზიცია ომის დასრულებაზე და მათი პასუხები ძალიან მალე გვეცოდინება – პრეზიდენტი ტრამპი არ მოხვდება უსასრულო მოლაპარაკებების ხაფანგში

არაფერი გამიგია რუსეთსა და -ის შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნატოს შტაბ-ბინაში მედიასთან საუბარში განაცხადა.
კერძოდ, რუბიოს რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის განცხადებაზე ჰკითხეს, რომელმაც აშშ-ის ახლო აღმოსავლეთში წარმომადგენელ, სტივ უიტკოფთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები აღდგეს, როგორც ნდობის აღდგენის ზომა.
„არაფერი გამიგია პირდაპირ ფრენებზე…
არ ვიცი ვინ იფრენს, ვინაიდან ეს ყველა ადამიანი დასანქცირებულია“, – განაცხადა რუბიომ.
ამასთან, მისი თქმით, „რუსებმა იციან ჩვენი პოზიცია ომის დასრულებაზე, და მათი პასუხები ძალიან მალე გვეცოდინება, სერიოზულები არიან რეალური მშვიდობის მიღწევაზე თუ ეს უბრალოდ დაყოვნების ტაქტიკაა“.
„თუ ეს დაყოვნების ტაქტიკაა, პრეზიდენტი [ტრამპი] ამაში დაინტერესებული არ არის. თუ ეს ყველაფრის გაჭიანურებაა, პრეზიდენტი ტრამპი არ მოხვდება უსასრულო მოლაპარაკებების ხაფანგში…
ვამოწმებთ რუსები დაინტერესებული არიან თუ არა მშვიდობაში. მათი ქმედებები – არა მათი სიტყვები, არამედ მათი ქმედებები – განსაზღვრავენ ისინი სერიოზულები არიან თუ არა, და ვაპირებთ ეს უფრო მალე ვნახოთ, ვიდრე გვიან“, – განაცხადა რუბიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)