არქივი22 თებერვალი, 2025, 17:23
მარკო რუბიო რადოსლავ სიკორსკის შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის შეხვდა.
რობიო X-ზე წერს, რომ მინისტრთან, მრავალ საკითხთან ერთად, უკრაინის თემაც განიხილა.
“ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-პოლონეთის ურთიერთობას უკეთესი სარგებელი მოიტანოს როგორც ამერიკელი, ასევე, პოლონელი ხალხისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ბაზრის სამართლიან და ორმხრივ წვდომას. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომი და NATO-ს ყველა მოკავშირის საჭიროება, რომ დაუყოვნებლად გაზარდონ თავდაცვითი ხარჯები”, – წერს რუბიო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.