ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო რუბიო - ნატო-ში ვრჩებით, დონალდ ტრამპმა ეს ნათლად განაცხადა - ის ნატო-ს წინააღმდეგი არ არის

მარკო რუბიო - ნატო-ში ვრჩებით, დონალდ ტრამპმა ეს ნათლად განაცხადა - ის ნატო-ს წინააღმდეგი არ არის

ჩვენ ნატო-ში ვრჩებით, დონალდ ტრამპმა ეს ნათლად განაცხადა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„აშშ ნატო-შია და აქტიურია ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ნატო-ში ვრჩებით, ეს მან ნათლად განაცხადა“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, აშშ-ს სურს, რომ ნატო „უფრო ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი იყოს, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებაში უფრო მეტ ინვესტიციას განახორციელებს“.
„ტრამპი ნატო-ს წინააღმდეგი არ არის. ის ისეთი ნატო-ს წინააღმდეგია, რომელსაც არ გააჩნია ის შესაძლებლობები, რაც საჭიროა იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებსაც წევრ სახელმწიფოებს ხელშეკრულება აკისრებს. არავის აქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენ ამის გაკეთებას ერთ ან ორ წელიწადში შეძლებთ, მაგრამ ამის მისაღწევი გზა რეალური უნდა იყოს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო, რომელიც ხვალ, 4 აპრილს დასრულდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.