მარკო რუბიო – ნატო-ს წევრები ივნისის სამიტამდე შეთანხმდებიან, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-მდე გაზარდონ

-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, 2025 წლის ივნისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო მომდევნო ათწლეულის განმავლობაში თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ის ეკვივალენტის დახარჯვის მიზანზე შეთანხმდება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„შემიძლია გითხრათ, რომ ექვს კვირაში სამიტისკენ მივდივართ, სადაც ნატო-ს თითქმის ყველა წევრი 2%-ზე ან მეტზე იქნება, მაგრამ რაც მთავარია, ბევრი მათგანის მაჩვენებელი 4%-ზე მეტი იქნება და ყველა შეთანხმდება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 5%-ის მიღწევის მიზანზე“, – განაცხადა რუბიომ.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ ბერლინი მხარს უჭერს -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნას თავდაცვის ალიანსის წევრების მიმართ, თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-მდე გაზარდონ.
ნატო-ს 2025 წლის სამიტი ნიდერლანდებში 24-25 ივნისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”