მარკო რუბიო კუალა-ლუმპურში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კუალა-ლუმპურში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვანგ ის შეხვდა.
როგორც Reuters წერს, ვანგთან მისი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო დაძაბულობის გამწვავების ფონზე გაიმართა.
რუბიოს შეფასებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა „ძალიან კონსტრუქციული და დადებითი იყო“, მაგრამ ორივე მხარეს ჯერ კიდევ აქვს გადასაჭრელი საკითხები.
როგორც რუბიომ აღნიშნა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს შორის შეხვედრის მაღალი ალბათობა არსებობს, თუმცა თარიღი ჯერ არ განხილულა.
ცნობისთვის, ამერიკის უმაღლესი დიპლომატი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით აზიაში პირველად ჩავიდა მალაიზიაში, სადაც აღმოსავლეთ აზიის სამიტსა და ასეანის რეგიონულ ფორუმს დაესწრება იაპონიის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, რუსეთის, ავსტრალიის, ინდოეთის, ევროკავშირისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების კოლეგებთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი – ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება