ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო რუბიო ისრაელ-ირანის კონფლიქტის შესახებ კაია კალასს ესაუბრა

მარკო რუბიო ისრაელ-ირანის კონფლიქტის შესახებ კაია კალასს ესაუბრა

მარკო რუბიო ისრაელ-ირანის კონფლიქტის შესახებ კაია კალასს ესაუბრა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნების მიზნით თავიანთი მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ამასთან, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჟან-ნოელ ბაროსთან და დევიდ ლემისთან გამართა.
„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ და ხელს შეუწყობენ დიპლომატიას, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.