არქივი14 აპრილი, 2025, 00:19
მარკო რუბიო - აშშ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სუმზე რუსეთის საზარელი სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა მიმართ

შეერთებული შტატები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სუმზე რუსეთის დღევანდელი საზარელი სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა მიმართ , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო X- ზე წერს.
"ეს არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, თუ რატომ ხარჯავს პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამდენ დროსა და ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად", - წერს რუბიო.
სუმზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 34 ადამიანი, დაშავდა - 117, მათ შორის არიან ბავშვები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.