მარკო რუბიო – აშშ-სა და რუსეთს გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია

აშშ-სა და რუსეთს გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ალასკაზე აშშ-რუსეთის სამიტზე რუსულ მედიას განუცხადა.
„ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ პროგრესი არის“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
კითხვაზე, დადებით გავლენას მოახდენს თუ არა ალასკაზე გამართული შეხვედრა უკრაინაში სამშვიდობო პროცესზე, მარკო რუბიომ უპასუხა, რომ „იმედოვნებს, ეს ასე იქნება“.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე იქნება. სწორედ ამიტომ გვქონდა შეხვედრა“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა მალე შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე