არქივი21 იანვარი, 2025, 07:53
მარკო რუბიო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გახდა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი მარკო რუბიოს კანდიდატურას.
სენატში კენჭისყრა ჩატარდა 20 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
100-წევრიან სენატში, რომლის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, რუბიოს კანდიდატურა 99 ხმით დაამტკიცეს. მარკო რუბიოს ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადეს დემოკრატებმაც.
ფლორიდის შტატის ყოფილი სენატორი, 53 წლის მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი, თანამდებობაზე ოფიციალურად დამტკიცებული მაღალჩინოსანია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.