მარკო რუბიოს თქმით, ზელენსკიმ “ფიასკოს” გამო ბოდიში უნდა მოიხადოს

აშშ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს თეთრ სახლში “ფიასკოს” გამო.
“არ იყო იმის საჭიროება, რომ ანტაგონისტი გამხდარიყო. როცა ასე აგრესიულად იწყებ საუბარს და პრეზიდენტი [ტრამპი] გარიგებების შემოქმედია, მთელი ცხოვრება შეთანხმებებს დებს – ასე ვერ დასვამ ადამიანებს მაგიდასთან… ამის შემდეგ ყალიბდება აღქმა, რომ იქნებ ზელენსკის არ სურს სამშვიდობო შეთანხმება, ის ამბობს, რომ უნდა, მაგრამ იქნებ არ სურს’, – უთხრა რუბიომ CNN-ს
რამდენიმე დღით ადრე ტრამპმა ზელენსკი დიქტატორად მოიხსენია. მერე კი, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, აღნიშნა, რომ არ სჯერა, უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორს არ უწოდებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში