ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო რუბიომ ჟენევაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა ამერიკას ეკუთვნის

მარკო რუბიომ ჟენევაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა ამერიკას ეკუთვნის

მარკო რუბიომ ჟენევაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა ამერიკას ეკუთვნის
„ორი დღეა აგონიაში მყოფი აკაცუკები, ვიღაც „რუსეთუმეების” მიმართ მამაკაცის სხეულის მათი საყვარელი ნაწილის მოხსენიებით, მიაწერდნენ მარკო რუბიოს „ფეიკ“ „აღიარებას”, რომ ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა ამერიკას არ ეკუთვნის და “კრემლის შედგენილია”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟენევაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა ამერიკას ეკუთვნის. „მიუხედავად იმისა, რომ რუბიომ არაერთგზის უარყო ეს დეზინფორმაცია, აკაცუკების საზეიმო “ეპილეფსია” გრძელდებოდა.
დღეს რუბიო იძულებული გახდა, მათთვის მამაკაცური სხეულის ის ნაწილი კიდევ ერთხელ უკან დაებრუნებინა. ჟენევაში, ჟურნალისტების შეკითხვას: “რას ფიქრობთ ევროპელების ალტერნატიულ გეგმაზეო”, რუბიომ „რა ატამი, რის ატამით” უპასუხა – “აზრზე არა ვარ, რა გეგმაზე მეკითხებით, პირველად მესმისო”, – წერს დავით ქართველიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.