მარკო მიხელსონი – ქართველი ხალხი ევროპული ქვეყნების მხრიდან მორალურ და რეალურ მხარდაჭერას იმსახურებს, როგორც სიტყვით, ისე საქმით

ქართველი ხალხი, რომელიც ზედიზედ 32 დღეა თავის მონდომებას აჩვენებს, ევროპული ქვეყნების მხრიდან მორალურ და რეალურ მხარდაჭერას იმსახურებს , – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მიხელსონის თქმით, ევროპული სახელმწიფოების „გაორებული დამოკიდებულება“ იმაზე მიუთითებს, რომ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საფასური უახლოეს მომავალში გაცილებით მაღალი იქნება.
„რუსეთის მიერ საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და არალეგიტიმურ რეჟიმთან დაპირისპირებისას ევროპის სახელმწიფოების მთავრობების გაორებული დამოკიდებულება, სამწუხაროდ, იმაზე მიუთითებს, რომ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საფასური უახლოეს მომავალში გაცილებით მაღალი იქნება. ქართველი ხალხი, რომელიც ზედიზედ 32 დღეა თავის მონდომებას აჩვენებს, ევროპული ქვეყნების მხრიდან მორალურ და რეალურ მხარდაჭერას იმსახურებს, როგორც სიტყვით, ისე საქმით. თუ ქართველი ხალხი არ იღლება და არ ნებდება, მაშინ ამის უფლება საკუთარ თავს ევროპამაც არ უნდა მისცეს“, – წერს მარკო მიხელსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება