პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო მიხელსონი - ქართველებს ძალიან მარტივი სურვილები აქვთ: დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი

მარკო მიხელსონი - ქართველებს ძალიან მარტივი სურვილები აქვთ: დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი

სალომე ზურაბიშვილი მართალია: თუ ევროკავშირს არ შეუძლია 3.6 მილიონიან ერზე მოახდინოს გავლენა, როგორ შეიძლება იმედი ჰქონდეს, რომ გეოპოლიტიკურად წარმატებული იქნება ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ? - ამის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი წერს.
მისივე თქმით, ქართველებს ძალიან მარტივი სურვილები აქვთ: დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი.
“ქართველებს ძალიან მარტივი სურვილები აქვთ: დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა და დაგვიბრუნეთ ჩვენი ევროპული მომავალი. საქართველოს ნამდვილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მართალია: თუ ევროკავშირს არ შეუძლია 3.6 მილიონიან ერზე მოახდინოს გავლენა, როგორ შეიძლება იმედი ჰქონდეს, რომ გეოპოლიტიკურად წარმატებული იქნება ისეთი ძალების წინააღმდეგ, როგორებიც არიან ჩინეთი და რუსეთი?” , - წერს მიხელსონი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.