მარკო მიხელსონი – საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა

საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა, – ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი თბილისში, სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციის დაშლას.
„ყოველი დღე მნიშვნელოვანია. თავისუფალი ქართველი ხალხი დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერას ელოდება. საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება და ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაა. მალტაში, ფინეთმა და ავსტრიამ უშუალოდ გამოსცადეს, თუ რას ნიშნავს საქართველოს თვითგამოცხადებულ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა. ეს შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს“, – წერს მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ჩვენი სისხლის სამართლის დოქტრინა იცნობს პროვოკაციის ცნებას, ანუ როდესაც ადამიანი განზრახ ქმნის ან იწვევს თავდასხმის საფრთხეს, რათა შემდეგ თავდამსხმელზე ძალა (ან სხვა საშუალება) გამოიყენოს და…