მარკეტა გრეგოროვა – 26 ოქტომბრის არჩევნებს სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, ამიტომ გვჭირდება დარღვევების გამოძიება, ასევე, სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ

სამი კვირის წინ, მე პირადად შევესწარი მანიპულირებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ბიულეტენების ჩაყრის შოკისმომგვრელ შემთხვევებს, გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის არარსებობასა და დაშინებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.
„2021 წლის საქართველოს არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და პირდაპირი მანიპულირება არ მინახავს. თუმცა, მაშინაც კი ვფრთხილობდით არ გვეთქვა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, ამომრჩეველზე თვალთვალისა და იძულებითი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შეუსაბამობის გამო. თითქმის სამი კვირის წინ, მე პირადად შევესწარი მანიპულირებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ბიულეტენების ჩაყრის შოკის მომგვრელ შემთხვევებს, გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის არარსებობასა და დაშინებას“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული უკუსვლის ნაწილი იყო.
„თუ ჩვენ 2021 წელს ვფრთხილობდით, მაშინ ახლა ამ არჩევნებს სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, ამიტომ გვჭირდება ამ დარღვევების გამოძიება, ასევე სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. დემოკრატიისკენ სამართლიან სწრაფვაში ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ უნდა დავდგეთ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია