ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკეტა გრეგოროვა - საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს, ივანიშვილი ოლიგარქია, რომელსაც მხოლოდ რუსული ფული სურს

საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს, ივანიშვილი ოლიგარქია, რომელსაც მხოლოდ რუსული ფული სურს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ჩეხეთიდან მარკეტა გრეგოროვა „ტვიტერის” პირად გვერდზე წერს და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს მიმართავს.
„საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს. ძალიან ვწუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, ვინაიდან 5 წლის განმავლობაში მათთან ინტენსიურად ვმუშაობდი, რათა ევროკავშირთან დამეახლოებინა, მაგრამ ივანიშვილი ოლიგარქია, რომელსაც მხოლოდ რუსული ფული სურს.
[იუსტიციის] მინისტრო პაველ ბლაჟეკ, გთხოვთ პრო-რუსი აგენტები არ დაიცვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში წითელ ბარათს მიიღებ“, - წერს გრეგოროვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.