ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარინ ლე პენი - პრეზიდენტს დიდი არჩევანი არ აქვს, რადგან ჯორდან ბარდელა ფრანგი ხალხისგან მანდატს მიიღებს

პრეზიდენტს დიდი არჩევანი არ აქვს, რადგან ჯორდან ბარდელა ფრანგი ხალხისგან მანდატს მიიღებს , - ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ წევრმა, მარინ ლე პენმა განაცხადა.
„რაც შეეხება პრემიერის არჩევას, პრეზიდენტმა გააცნობიერა, რომ მას დიდი არჩევანი არ აქვს, რადგან ჯორდან ბარდელა ფრანგი ხალხისგან მანდატს მიიღებს“, - განაცხადა ლე პენმა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია იმაში, რომ მისი პარტია პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს, მთავრობას ჩამოაყალიბებს და შეზღუდვებს დააწესებს, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეუძლია ემანუელ მაკრონს უკრაინის მხარდასაჭერად.
„ჯორდანი მასთან დაპირისპირებას არ აპირებს, მაგრამ მან წითელი ხაზები მკაფიოდ განსაზღვრა. პრეზიდენტი უკრაინაში ჯარების გაგზავნას ვერ შეძლებს“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.