ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარინ ლე პენი - მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო - მე უდანაშაულო ვარ, აღშფოთებული ვარ

მარინ ლე პენი - მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო - მე უდანაშაულო ვარ, აღშფოთებული ვარ

მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო , - ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა.
მარინ ლე პენის განცხადებით, მოსამართლემ 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობა „მიზანმიმართულად დაბლოკა“ და მილიონობით ადამიანს მათი ფავორიტი კანდიდატისთვის ხმის მიცემის უფლება წაართვა.
მისი თქმით, აპელაციის პროცესის დაჩქარებას მოითხოვს და ბოლომდე იბრძოლებს.
„მე უდანაშაულო ვარ. დემორალიზებული არ ვარ და გადაწყვეტილების გამო აღშფოთებული ვარ“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა.
შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მარინ ლე პენის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.