ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნეს.
სასამართლო პროცესის დროს პროკურორებმა მოითხოვეს, რომ დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მარინ ლე პენს 5 წლით აკრძალვოდა საჯარო თანამდებობის დაკავება. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, რა სასჯელს მიუსჯიან მარინ ლე პენს, თუმცა მანამდე ლე პენმა განაცხადა, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ბოლო მონაწილეობა იქნება. გაურკვეველია, შეუშლის თუ არა ხელს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მას პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.
მარინ ლე პენსა და მისი პარტიის 24 წევრს – პარტიის ოფიციალურ პირებს, თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებსა და საპარლამენტო ასისტენტებს ბრალი ედებოდათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაში იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ. ლე პენი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებდნენ, რომ თანხების გამოყენების მეთოდი კანონიერი იყო.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრებს გამოეყოფათ თანხები ხარჯების დასაფარად, მათ შორის ასისტენტებისთვის, თუმცა მათი გამოყენება პარტიული საქმიანობის დასაფინანსებლად დაუშვებელია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.