არქივი3 დეკემბერი, 2025, 09:57
მარიბორის ახალგაზრდულ ევროპის თასზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს

სლოვენიის ქალაქ მარიბორში ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის თასი გაიმართა. ქართველმა ძიუდოისტებმა სამი – ერთი ვერცხლისა და და ორი ბრინჯაოს – მედალი მოიპოვეს.
ვიცე-ჩემპიონი გიგი გიუნაშვილი (-73 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი გივიშვილმა (-73 კგ) და შოთიკო გოჩიაშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს.
ახალგაზრდა ძიუდოისტები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.