ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარია ზახაროვა - უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობა, შემოიჭრას ჩვენს ტერიტორიაზე, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობა, შემოიჭრას ჩვენს ტერიტორიაზე, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რაც რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობა, შემოიჭრას ჩვენს ტერიტორიაზე, ბანდიტურ ხუნტასთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
ამასთან, ზახაროვამ აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრა დასავლეთის მხარდაჭერით ხორციელდება.
„კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა დასავლეთის სრული მხარდაჭერით ხდება და იგი მათ მიერ იყო ნებადართული“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.