– უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც ზელენსკის სურს, არა უსაფრთხოების, არამედ საფრთხის გარანტიებია ევროპის კონტინენტისთვის

უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, მიუღებელია, ეს ევროპის კონტინენტისთვის საფრთხის გარანტიებია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კიევის ლიდერის ყველა ეს იდეა, რომელიც, ფაქტობრივად, ევროპელი სპონსორების – არა სპონსორების, არამედ ევროპის ომის პარტიის – ინიციატივების ასლია, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, აბსოლუტურად მიუღებელია“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მისი მტკიცებით ამ გარანტიების მიზანი უკრაინის, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ტერორისა და პროვოკაციების პლაცდარმის, შენარჩუნებაა.
„ისინი არ წარმოადგენენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ისინი წარმოადგენენ ევროპის კონტინენტისთვის საფრთხის გარანტიებს“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მისი მტკიცებით, უკრაინისთვის ნებისმიერი დახმარების აღმოჩენა მხოლოდ ახანგრძლივებს „კიევის რეჟიმის აგონიას და კონფლიქტის ესკალაციის სერიოზულ რისკებს შეიცავს“.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”