– უკრაინისა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის ურთიერთობა ნეკროფილიას ჰგავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, უკრაინაში მშვიდობის შესახებ ევროპელი ლიდერების ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრიუსელსა და კიევს შორის ურთიერთობები ნეკროფილიას ჰგავს.
„ზელენსკის ოფისმა“ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებისა და (ევროკომისიის ხელმძღვანელის) ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან, თუმცა არა ისეთის, რომელიც კიეველი ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებით იქნება მიღწეული. პირიქით, კიდევ ერთ ნაცისტურ ფურცელზე ამტკიცებენ, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევაში წარმატება, თითქოსდა, მხოლოდ რუსეთზე ზეწოლითა და კიევის მხარდაჭერით შეიძლება. ბანკოვასა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის ურთიერთობა უკვე ნეკროფილიას ჰგავს და ის მხარეთა მგზნებარე ორმხრივობით გამოირჩევა“, – წერს ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა -სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში და რომ დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესები. ლიდერების თქმით, დარწმუნებული არიან, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მიდგომით, რომელიც აერთიანებს აქტიურ დიპლომატიას, უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლას, დაასრულოს უკანონო ომი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – პატრიარქის არჩევა ეკლესიისთვის დიდი გამოცდაა, პროცესის არასწორად წარმართვა ძალიან დამაზიანებელი იქნება, რაც შეეხება პოლიტიკას და ოპოზიციის აქტიურობას, ვიღაცა უნდა იყოს ხალხში და ვიღაცა უნდა იყოს ბრიუსელშიც