მარია ზახაროვა – პოლონეთის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვაზე საპასუხო ზომებს მივიღებთ, რათა რუსოფობიაში ჩაფლულმა ელიტამ უკიდურესად ინანოს

ვარშავის გადაწყვეტილებაზე, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილება შეზღუდოს, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ პოლონეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეტალები ჯერჯერობით არ იცის და რუსეთი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან შესაბამის ნოტას ელოდება.
„როდესაც ჩვენ მას მივიღებთ, შევისწავლით და საპასუხო ზომებს მივიღებთ, რათა რუსოფობიაში ჩაფლულმა პოლონურმა ელიტამ მორიგი ანტირუსული ნაბიჯის გადადგმა უკიდურესად ინანოს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
შეგახსენებთ, დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთში რუსეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებს პოლონეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვები დაუწესდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში