არქივი13 აგვისტო 2025, 11:22
მარია ზახაროვა - ზელენსკი ებრძვის არა რუსეთს, არამედ უკრაინელ ხალხს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არა რუსეთს, არამედ უკრაინელ ხალხს ებრძვის.
„ზელენსკი არ ებრძვის რუსეთს. ზელენსკი ებრძვის უკრაინელ ხალხს და მისი მისია უკრაინელი ხალხის განადგურებაა, მათი განადგურება ნაციონალიზმის დროშების ქვეშ, რაღაც ეროვნული იდენტობის დროშების ქვეშ, მაგრამ ფიზიკურად განადგურება“, - განაცხადა ზახაროვამ.
ამასთან, ტყვეების გაცვლის საკითხზე კომენტირებისას, ზახაროვამ განაცხადა, რომ „კიევს არ სჭირდებათ უკრაინის მოქალაქეები, არც ცოცხლები და არც გარდაცვლილები“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.