მარია ზახაროვა: დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ სომხეთმა საკუთარი სუვერენიტეტი დაკარგოს – იცით, რა მაოცებს?

დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ სომხეთმა საკუთარი სუვერენიტეტი დაკარგოს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ეს არის ის, რაც დასავლეთს სომხეთისგან სურს – საკუთარი სუვერენიტეტის დაკარგვა. მათ ასეთი ექსპერიმენტები ბევრ სახელმწიფოსთან ჩაატარეს, რომლებიც თავიანთ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ამჟამად ავითარებენ. ისინი ბევრ დაპირებებს იძლევიან. სერბეთს ბევრს დაჰპირდნენ. ევროკავშირი, უფრო ზუსტად კი ვაშინგტონი ყველაფერს დაჰპირდა – ინვესტიციებს, ეკონომიკურ მხარდაჭერას, თუმცა მათი დაპირება არ შესრულებულა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ მას ის უკვირს, თუ რატომ ადარებს თავს სომხეთი ევროკავშირს, როცა სომხური ცივილიზაცია ევროპულამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა.

„იცით, რა მაოცებს? რატომ აკნინებენ ერევნის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ასე ძალიან სომხეთს? რატომ ადარებენ ძველ სომხურ ცივილიზაციას მის კულტურას, ისტორიას და სახელმწიფოებრიობას, რომელიც ევროპულამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, ევროკავშირს, რომელიც ახლა ჩიხშია“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში